ვარ 20 წლის,ციკლი დამეწყო 15 წლიდან.თავიდანვე დარღვევები მქონდა(4-5 თვეში ერთხელ);რამდენჯერმე მივმართე ექიმს,საბოლოოდ გაირკვა,რომ ჰორმონალური დარღვევები მქონდა და დამინიშნეს პრეპარატი “ჯესი”.მისი მიღების შემდეგ ნელ-ნელა მომიწესრიგდა ციკლი.წელს ისევ დამეწყო დარღვევები,რასაც თან ერთვოდა უძილობა, უმადობა და თავის ტკივილი;ისევ მივმართე ექიმს და გამოკვლევების შედეგად დადგინდა რომ საკვერცხეზე მქონდა ფოლიკულური ცისტა.ექიმის დანიშნულებით მივიღე “დუფასტონი” და 4 თვე ციკლი ნორმალურად მქონდა;ამ თვეში კი ისევ არ მაქვს.რას მირჩევთ?ამჯერად რა შეიძლება იყოს მიზეზი და რამდენად იმოქმედებს ეს შვილოსნობაზე მომავალში?
↧