Quantcast
Channel: თერაპია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 622

მუდმივი დაღლილობა

$
0
0

გამარჯობათ , 20 წლის ვხდები, 2წელია რაც გათხოვილი ვარ, მყავს ერთი შვილი,ბუნებრივად გავაჩინე , ეპიდურული გაუტკივარებით. დაღლილობის გრძნობა რაც ბავშვი დაიბადა მას შემდეგ მაქვს , მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მაწუხებს, დილით საწოლიდან რომ ვდგები განძრევაც მიჭირს, თავბრუსხვევებიც დამეწყო, სახსრების სისუსტე, განსაკუთრებით ხერხემლის ორი მალა მტკივა სადაც გაუტკივარება გამიკეთეს , ასევე ფეხებიც , დგომაც მიჭირს უკვე, არასაკმარისად მძინავს უკვე 11 თვეა , ჭამის მადაც არ მაქვს, დღეში ერთხელ ძლივს ვჭამ საჭმელს, ისიც უცებ ვგრძნობ დანაყრებას. გონებრივი პრობლემებიც მაქვს , უცებ მავიწყდება ყველაფერი. ასევე ყველაფერი მაღიზიანებს, მუდმივად სტრესში ვარ 1წელზე მეტია. ამას დამატებული სახლში ყველაფერს მე ვაკეთებ , ბავშვის მოვლაში მეხმარებიან , მაგრამ ძირითადად მაინც მე ვუვლი. იქნებ მირჩიოთ რამე, რომელ ექიმს მივმართო, ან რა წამალი მივიღო , ან რა გამოკვლევები ჩავიტარო, იქნებ დამეხმაროთ 🙁


Viewing all articles
Browse latest Browse all 622

Trending Articles