პაციენტი (83 წლის ქალბატონი) მკურნალობას გადიოდა ნევროპათოლოგთან და შესაბამისად იღებდა 1 თვის განმავლობაშიშემდეგ სათანადო მედიკამენტებს ერთ ჯერზე (ვინებრალი,რონოციტი,ნეიროქსი,ცერეტონი,ვობილონი,ნევრალონი,კარდიომაგნილი) თერაპიის პერიოდში აღენიშნა ორივე ყურის ნიჟარის ხრტილოვანი ნაწილის ტკივილი და შემდგომში მწვავე შეშუპება. კურსის დამთავრების შემდგომ ამან უფრო მწვავე ფორმა მიიღო. “როე” სისხლში დაფიქსირდა 44 ნიშნულზე, ლეიკოციტები 2,2. ჰემოგლობინი 102. ერითროციტები 3,4. პაციენტს აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, უმადობას არ უჩიოდა. მხოლოდ და მხოლოდ დექსამეტაზონის გაკეთების ფონზე მოიხსნა ყურის შეშუპება და ტკივილი. დექსამეტაზონის შეწყვეტის შემდგომ 3-4 დღეში პროცესი კვლავ გაგრძელლდა. ანალიზების შედეგი: როე 60-ი, ლეიკოციტები კვლავ დაბალი 2,4; ეროთროციტები ისევ დაბალი 3,0. ჰემოგლობინი 90. უნიშნავს თერაპევტი ანტიბიოტიკს (ცეფამედი 1 გრ) დღეში ერთხელ. გაკეთდა 7 დღე.შემდგომი ანალიზები: როე 75; ლეიკოციტები 2,8; ერითროციტები 3,4; ჰემოგლობინი 86. შარდში ცვლილებები არის შემდეგი (ლეიკოციტები 75 ერთეული და ერითროციტები 10 ერთეული) რომელიც ანტიბიოტიკის ფონზე არ შეცვლილა. ყურების შესივება ანტიბიოტიკის ფონზე კვლავ განვითარდა და ვიდრე ისევ დექსამეტონი არ გაუკეთდა არ დამშვიდდა. მოხდა ფილტვების რენტგენი (სუფთაა), მოხდა მუცლის ღრუს ექოსკოპია (სუფთაა) პაცინტს რაიმე განსაკუთრებული ჩივილი არ აქვს, გარდა სისუსტისა და მთელი ამ პერიოდში გამოხატული ნიშნისა, რომელიც გამოიხატება ორივე ყურის ნიჟარების მტკივნეულ შეშუპებაში. ტემპერატურა ანტიბიოტიკის მიღების პერიოდში და მანამდე იყო 38 გრადუსზე. ვიდრე მიიღებდა დექსამეტაზონს. დიაგნოზი უცნობია, თუ რით არის გამოწვეული ყურების პერიოდული მტკივნეული შეშუპებები და სისხლში ასეთი ცვლილებები.
↧