Quantcast
Channel: თერაპია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 622

$
0
0

ყველაზე ძნელი ცხოვრებაში ადამიანებთან კომუნიკაციაა, ერთი ჩემი კარგი უფროსი მეგობარი მეუბნებოდა, რომ კარგი/სწორი კომუნიკაციის დამყარება ადამიანთან არის ყველაზე უმეტესი ნაწილი შენზე დაკისრებული სამუშაოსი. აბსოლუტურად ვეთანხმები და ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრებაშიც ასეა. და რარიგ რთულია ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. შეიძლება მათგან დამოუკიედბელი მიზეზების გამო, თუმცა შეიძლება არც. და კიდევ უფრო ძნელია როცა ამის დანახვა არ უნდათ.
ასევე ძნელია როცა ადამიანი თავის თანასწორად არ აღგიქვამს, როცა „უფროს–უმცროსობის“ წესს იფარებს და არ უნდა არანაირი არგუმენტის მოსმენა, როცა შენ „პატარა“ ხარ და „რა გელაპარაკო“–ს პრინციპით აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს შენს აზრებს, გრძნობებს, სურვილებს, მხოლოდ ის არის „უფროსი“, მხოლოდ მან იცის ყველაფერი და შენ აზრის გამოთქმის უფლება გერთმევა. და თუ ამას აპროტესტებ და მაინც ამბობ სათქმელს, უზრდელი ხარ, არ იცი რომ „უმცროსი“ ხარ და უნდა გაჩუმდე. და იმ წუთას იგივეს იმეორებს, რის გამოც შენ „დაგტუქსა“ რომ პატარა „დაჩაგრე“, თვითონაც ზუსტად ისევე „გჩაგრავს“, შეურაცხყოფას გაყენებს თავისი აგდებული ტონით და გამცირებს, რომ არც კი მოგისმენს, რომ არც კი აინტერესებს შენ რა გინდა უთხრა, „შენ რა უნდა მასწავლო“–ს შინაგანი განწყობილება ჩანს უმცირეს მოქმედებებსა და სიტყვებში, რომლითაც მუდმივად გიკოდავს გულს, მაგრამ არაუშავს, შენ „პატარა“ ხარ და ჩუმად უნდა იყო, ის უფროსია და ხომ არ შეკადრებ საყვედურს… და თუ შეკადრებ… სკანდალი გარდაუვალია…
… დავიღალე…მაგრამ ეს არ არის გამოსავალი…. და სად არის ?


Viewing all articles
Browse latest Browse all 622

Trending Articles