მინდა დამეხმაროთ გავიგო ვისო პაციენტი ვარ, ვის მივმართო: ფსიქოლოგს, ფსიქიატრს თუ… თქვენ თავად ვის მირჩევთ. ჩემი პრობლემა ღრმა ბავშვობიდან მოდის. ოჯახში გაუთავებელი კონფლიქტები, შემდეგ ერთი დაოჯახება, მეორედ. მკვდრადშობადობა, რამოდენიმე თვითნებური აბორტი. ღვთის წყალობით ერთი შვილი მყავს ახლა და ოჯახიც მაქვს. მაგრამ ამ ყველაფერმა და დამატებული სხვა ცხოვრებისეული პრობლემები აისახა ჩემს ნერვიულ სისტემაზე და გამანადგურა. ამას ვცერ რაც შეიძლება მოკლედ ალბათ მეათასედს იმ ნერვიულობების რაც გადამიტანია. ჯერ მხოლოდ 33 წლის ვარ, მაგრამ სრულიად განადგურებული ვარ. მხოლოდ ესაა, რომ ჯერ ჰალოცინაციები არ დამწყებია და არც ხმები ჩამესმის როგორც გიჟებს, მაგრამ მუდმივ დეპრესიაში ვარ, ძალა აღარ მაქ, სულ დაღლილი ვარ, ამ ბოლო დროს მანქანასაც ვერ ვმართავ შენელებული მაქვს საშშროების აღქმის უნარი და ავარიაშიც კი მოვყევი. მაქვს უაზრო შიშები, გამუდმებით რაღაცის მეშინია და ეს არ იციან ოჯახის წევრებმა, ვერ ვეუბნები მერიდება და არ მინდა შევაშინო. ვცილობ არ ვაგძნობინო, რომ ამდენი მიჩირს, მეუღლესაც კი. უბრალოდ იციან, რომ სულ ნერვები მაქ მოშლილი და გონიათ, რომ გამივლის. არა და შველა მჩირდება. მე შვილი მაყსვ, რომელსაც დედა ჩირდება და მინდა გამოვჯანმრთელდე. მინდა რაიმე მკურნალობა დამინიშნოთ, რომ განვიკურნო და ჩვეულებრივ ადამიანად ვიგრძნო თავი. მითხარით ვის მივმართო, სად მივიდე, ვისთან. ჩამოვალ თბილისში და მივალ. გადაწყვეტილი მაქ უკვე საბოლოოდ, სანამ გავგიჟებულვარ მინდა განვიკურნო.
პატივისცემით,
ლანა
↧
შეზოფრენია
↧