Quantcast
Channel: თერაპია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 622

დაბალი სიცხე

$
0
0

გამარჯობათ..თუ არ შეგაწუხებთ,რამდენიმე რჩევა მჭირდება და იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო,მაქვს სახეზე გამონაყარი .დიდი ფერიმჭამელები ასევთქვათ… და დაბალი სიცხე 37-დან 37,2-მდე,თვეებია უკვე.რამდენჯერმე 37,5ც მქონდა.გავიკეთე ანალიზი ანტისხეულებზე სტაფილოკოკები მაქვს ჭარბად, მივედი ინფექციურში და სიცხეც რომ ვუხსენე , სისხლის ანალიზი გამიკეთეს რამდენიმენაირი, ცრპ -ც გააკეთეს და უმნიშვნელოა, ყველაფერი სხვა ნორმაში იყო.რენტგენი გადამიღეს გულმკერდის და ექიმმა ძალიან უმნიშვნელოდ არისო , ოღონდ ვერ გავიგე რაზეა საუბარი, ტუბერკიულოზი ხო არ მაქთქო და არა რას ამბობო,მითხრა ალბათ გაციებული იყავი და ვერ გაიგეო და დამინიშნა ჯერ რიფამპიცინი 15 დღე რომლის მიღების დროსაც სახე გადამეწმინდა მარა სიცხეს ვერაფერი უშველა,მერე დამინიშნა ფლოქსანი 10 დღე და ცოტახანი გამიარა სიცხემ და ისევ მომცა,ექიმმა თქვა ფილტვებში რაც არ უნდა ყოფილიყო ფლოქსანი აალაგებდა ყველაფერსო,სხვა პრობლემა იქნებაო,და ჩიყვი ვნახოთო,ეხლა ვაპირებ გამოკვლევას მაგრამ ერთი წლის წინ გავიკეთე ჩიყვის ჰორმონებზე ანალიზი და საგანგაშო არ არისო ასე მითხრა ექიმმა,რას მირჩევთ რა გავაკეთო?ვარ 26 წლის გასათხოვარი გოგო,სისუსტეს უმადობას და დაღლას არ ვგრძნობ, არც ყელის ტკივილი ვიცი, არც ვცივდები ხშირად, ციკლიც მოწესრიგებული მაქვს, არანაირი ტკივილები არ მაწუხებს.მაქვს იღლიაში რაღაც, ორი წლის წინ ვიყავი ციხისელთან (მამოლოგი) მედლაინში და უკან გამომაბრუნა არაფერიაო, (ანუ ციკლამდე 1 კვირით ადრე მგრძნობიარე მიხდება და როგორცვე მივლის ვიცი რომ 30 წუთში ციკლი მექნება,)მოგიწესრიგდება ბავშვი რომ გეყოლებაო.ასევე მქონდა ყელის მიდამოში კიდევ რაღაც ჯირკვალივით (უფრო სწორად ცისტი ბიოფსიის შედეგად)და გავიკეთე ოპერაცია,უშნოდ მეტყობოდა თორემ არ მაწუხებდა, რომ ვიკიტხე ესენი რატო მაქვსთქო ექიმმა ვერ გაიგებ მაგასო :) იქნებ მითხრათ ვის მივმართო?? გმადლობთ წინასწარ


Viewing all articles
Browse latest Browse all 622

Trending Articles