Quantcast
Channel: თერაპია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 622

ეს ნევროზია? გასტრიტი? კოლიტი თუ …….?

$
0
0

ვარ 48 წლის, წლებია განვიცდი დისკომფორტს კუჭის არეში. კერძოდ წვა, სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა და ტკივილი კუჭის მიმდებარე მარცხენა ფერდ ქვეშ, რომელიც პერიოდულად გადაეცემა გულს. პირში ცუდი გემო (მჟავე, მწარე, ტკბილი-არა) გადაუმუშავებელი საკვების?
… განსაკუთრებით ვერ ვიტან მცენარეულ ზეთზე დამზადებულ საკვებს, ( მიღების უმალ გემო უკან მიბრუნდება) ღებინება არასოდეს მქონია. ხშირად მემართება ფაღარათი, რომელასც საკვების მიღებას ვერ ვუკავშირებ. ჩამოთვლილ ჩივილებს თანმოსდევს ან წინ უძღვის სახეში სიმხურვალის შეგრძნება, რომელიც შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება ეს მეტად უსიამოვნო უცხო შეგრძნება, სხეული მიდუნდება თითქოს მიცივდება, ოფლიანობა მეწყება, გულის წასვლის შეგრძნება მაქვს, გონება არასოდეს დამიკარგავს. ეს პროცესი თავს იჩენს ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე შეიძლება შუალედი წუთები იყოს. მაქვს ცვალებადი წნევა 160/100–100/70-მდე. მაქვს სხეულის შინაგანი კანკალი. პერიოდულად ზურგის მხარეს სხეულის ნაწილი შემოფარგვლით მეყინება, ასევე შემოფარგვლით მიბრუშდება (მარტო კანი) ფეხზე ან ხელზე. მაქვს საერთო სისუსტე შრომის უნარი დაქვეითებული. ღამით ხშირად მაქვს თავის ტკივილები თავში რაღაც მიკრთის და დაძინების საშუალებას არ მაძლევს, ყურებში მესმის გუგუნის ხმა. დილით ვიღვიძებ დაღლილი თავის ტკივილით, სახსრების შებოჭვით კოჭის არეში ხშირად მაქვს ტკივილები წელის არეში მუხლში, მკლავებში, ზურგის უფრო კისრის არეში.
ამჯამად ვმკურნალობ გასტროენტეროლოგთან გასტრიტის და დისბაქტერიოზის დიაგნოზით. ვღებულობ: დოპროკინი, ბიფიკოლი, ლინექსი, პანზინორმი+დიეტა. მაგრამ შედეგი არ მაქვს. ექიმმა ნერვოპათალოგთან კონსულტაცია მირჩია შეიძლება ეს კლიმაქტონევროზი იყოს? (ციკლი 8 თვეა აღარ მქონია) ძალიან მაინტერესებს რამდენათ რეალურია ამდენი სიმპტომის ერთად არსებობა? მინდა თავი დავახწიო ამ პრობლემებს, იქნებ მირჩიოთ საიდან დავიწყო, ან რა არის ეს ნევროზი? გასტრიტი, კოლიტი თუ ………..? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!


Viewing all articles
Browse latest Browse all 622

Trending Articles