Quantcast
Channel: თერაპია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 622

ახალშობილის სიყვითლე

$
0
0

25 დეკემბერს შემეძინა ვაჟი გამოწერისას აღენიშნა ფიზიოლოგიური სიყვითლე, (ექიმმა ფიზიოლოგიურიაო მთავარია უფრო არ მოემატოს და ერთი თვის ვადაში გადაუვაო, ეს იყო დაბადებიდან მეხუთე დღე) სიყვითლე აღენიშნებოდა სახეზე და თვალის თეთრ გარსზე, 20 დღის რომ გახდა ეს სიყვითლე აღარ აღენიშნება მაგრამ ძალიან მეშინია რამე არ გამომეპაროს, პედიატრთან აღრიცხვაზე 1 თვის რომ გახდება დავაყენებ ძალიან გთხოვთ მითხარით რა კვლევებია საჭირო რომ დავეწმუნდე რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, სიყვითლე აღარ აქვს მაგრამ ხომ არ იმოქმედებდა ის სიყვითლე ბავშვის ტვინზე და რა კვლევებია საჭირო? სანამ გამოგვწერდნენ ყველა ბავშვს გაუკეთდა ნეიროსონოსკოპია ექიმმა მითხრა რომ ბავშვს აღენიშნება მსუბუქი ჰიპოქსიის ფონი რაც ერთ თვეში გაივლისო ძალიან გთხოვთ მითხარით ეს რას ნიშნავს, ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, კარგად წოვს არ არის ჭირვეული და ტირილითაც მაშინ ტირის როცა შია ან გამოსაცვლელია , (ჰიპოქსია ასე ამიხსნა, ძილში უეცარი შეკრთომები, ნიკაპის კანკალი, კანის სიჭრელე ახასიათებსო და ბევრს აქვსო ) გეხვეწებით დამეხმარეთ რომ ბავშვს დროულად მივაქციო ყურადღება. სიყვითლეზეც მაინტერესებს, მიუხედავად იმისა რომ უკვე გაუარა მაინტერესებს ვის უნდა ვაჩვენო რომ დავრწმუნდე რომ ამ სიყვითლეს რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია ბავშვზე. წინასწარ უღრმესი მადლობა


Viewing all articles
Browse latest Browse all 622

Trending Articles